საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, 1,4 მილიარდი დოლარი (1,1 მილიარდი ფუნტი) დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც ამას ფონდის აღმასრულებელი საბჭო ადასტურებს, უკრაინის ხელისუფლება იმუშავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, შესაბამისი ეკონომიკური პროგრამის შემუშავების საკითხზე, რომელიც მიზნად ისახავს რეაბილიტაციასა და ზრდას, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემს.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ დასძინა, რომ როდესაც ომი დასრულდება უკრაინაში და ზარალის სათანადო შეფასება იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ, საჭირო იქნება დამატებით დიდი მხარდაჭერა, აღდგენის მცდელობების მხარდასაჭერად.