უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ საბოლოოდ, პუტინი შეწყვეტს საომარ მოწმედებებს და მოლაპარაკებებს დაიწყებს მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ შემოჭრილი რუსული ძალები უკრაინელების სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიამ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, VICE News-თან ინტერვიუში ისაუბრა, რასაც გამოცემა Guardian-ი ავრცელებს.
,,ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს. ვფიქრობ, ის ხედავს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. ის ამას იზამს, საჭიროა დრო.", - განაცხადა ზელენსკიმ
კითხვაზე, შეუძლია თუ არა, ზელენსკის, რომ ენდოს პუტინს, პასუხი არის - არა.
,,ვენდო? პუტინს? არა. მე მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი", - აღნიშნა ზელენსკიმ.