General Electric რუსეთში მუშაობას აჩერებს - Palitra News

General Electric რუსეთში მუშაობას აჩერებს

2022-03-10 08:20:30+04:00

ამერიკული კორპორაცია General Electric-ი რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას აჩერებს, თუმცა, არსებულ მომსახურებას ენერგეტიკაში მხარს დაუჭერს. შესაბამისი განცხადება კონცერნმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

გამონაკლისი ასევე გახდება პირველადი საჭიროების სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება. აღსანიშნავია, რომ GE-ს ენერგომოწყობილობა რუსეთში შატურსკის ჰესზე და ტაიშეტის ალუმინის ქარხანაშია დაყენებული.

შეგახსენებთ, რომ General Electric-ი აპირებს უკრაინას 4,5 მლნ დოლარის დახმარება გაუწიოს, აქედან 4 მლნ ტექნიკის სახით, ხოლო 500 ათასი ფულადი სახით.