ფეხსაცმელი - ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ფეხის შესამოსად და ამავე დროს კომფორტისთვის შექმნილი სამოსი. ამ მოდური ნივთის დიზაინი გამუდმებით იცვლებოდა დროთა განმავლობაში და სხვადასხვა კულტურა ახალ იერსახეს სძენდა მას. ფეხსაცმლის პირველადი ფორმა ფუნქციურობასთან იყო დაკავშირებული, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ფეხს შეუძლია მოერგოს სხვადასხვა რელიეფს და კლიმატურ პირობებს ფეხსაცმლის საშუალებით მისი დაცულობა ამა თუ იმ საფრთხის მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება. ზ
ოგიერთ ფეხსაცმელს ატარებენ როგორც უსაფრთხოების აღჭურვილობას, სამხედრო, სასცენო და სპორტული აქტივობებისათვის. ფორმის მიხედვით ფეხსაცმლის ნაირსახეობა კაცობრიობის ისტორიაში ათეულობით ვარიანტს ინახავს, რომელთა მოდიფიცირება ეპოქალური თავისებურებებით იყო განპირობებული.
ფეხსაცმელი ერთდროულად როგორც უტილიტარულ ასევე ესთეტიკურ ფუნქციასაც ატარებს. ყოფითი აუცილებლობის პარალელურად სამოსის ეს ნაწილი ადამიანმა ხელოვნების ნიმუშად აქცია და თავმომწონედ იტანდა და ახლაც უძლებს მისი ფორმისა და ზომის თავისებურებებს. რაც მთავარია დღემდე ესა თუ ის ბრენდი, სახელგანთქმული ფირმა, თუ კერძო სამკერვალო - ისწრაფვის დეტალების გაუმჯობესების, ფეხსაცმლის მოდელის სრულყოფისა და განსაკუთრებულობისკენ.