რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. როგორც მედვედევი აღნიშნავს, 2008 წელს "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ" რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
"სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით რუსეთი დაეხმარა ასობით ათას ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში და მან ობიექტური გაკვეთილი ასწავლა ნატოს, შეერთებულ შტატებს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თუმცა, მათ ეს ნატო-ში ცუდად ისწავლეს და განაგრძეს ცინიკურად და უცერემონიოდ რუსეთის საზღვრებთან მიახლოება, გააფართოვეს ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, - განაცხადა მან.
მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი კიევს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟში დაეხმარა, ნაციონალისტებისა და სუსტი მთავრობისთვის ხელების გახსნით.