მორიგი ანტირეკორდი საქართველოში - გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 84 658 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 31.09% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 1 226 444 ადამიანი დაინფიცირდა და 15 060 ოაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოში სულ გაკეთებულია 2 730 067 დოზა აცრა.