მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - გორის სამხედრო ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ შეუნახავს

2022-01-26 16:51:35+04:00

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრები წაშალა ან განზრახ არ შეუნახავს. მისი განმარტებით, გამოძიებას შესაბამისი ინფორმაცია როგორც გორის ჰოსპიტალიდან, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან ჰქონდა გამოთხოვილი. ამასთან, ისინი საქმის მასალების გაცნობას აგრძელებენ.