ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს შეხვდა.
მინისტრის განცხადებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან, დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე შემცირდა - პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, კი აზარაშვილის შეფასებით ნერვიულობით იყო გამოწვეული. მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4500-მდე საწოლია დატვირთული.
რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია.