„ჯეინ ეარი“, „ ქარიშხლიანი უღელტეხილი“, „ მასწავლებელი“, „ აგნეს გრეი“, „მდგმურად უაილდფელ-ჰოლში“- მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ინგლისელი მწერალი დები ბრონტეების შემოქმედების ნაწილია. მსოფლიოში მათი წიგნების მილიონობით ეგზემპლიარია გაყიდული და ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე.
მკითხველთა უმეტესობა ნაკლებად იცნობს ბრონტეების უმცროს დას, ენს, რომელიც სახელგანთქმული მწერალი და პოეტი არ ყოფილა, თუმცა, სწორედ, მას ეკუთვნის რომანები „მდგმურად უაილდ ფელ-ჰოლში“ და „აგნეს გრეი“, რითიც შმდგომში მან სახელი გაითქვა.
უფროსმა დამ შარლოტამ თავის პირველი რომანი , მასწავლებელი“ 1845-46 წწ-ში დაწერა, რომლის გამოქვეყნებაც სცადა, თუმცა წიგნი მისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დაბეჭდილა. მასვე ეკუთვნის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „ჯეინ ეარი“, რომელიც 1846 წელს დაიწერა და მკითხველთა სამაგიდო წიგნად იქცა. კრებულის ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები , ქარიშხლიანი უღელტეხილი შუათანა დას , ემილი ბრონტეს კალამს ეკუთვნის.
დები ბრონტეები, გამომცემლობა „პალიტრა ელ-მა“ ქართულად 2021 წელს ორ ტომად გამოსცა და ამ დროიდან ის ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისთვის ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და გამომცემლობა "პალიტრა ელის" ვებ გვერდზე - Palitral.ge