გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 112 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დღიდან.
ამასთან, გავრცელების შვიდდღიანი მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 584.4 შემთხვევამდე გაიზარდა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის განცხადებით, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს.
„ვფიქრობ, პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მივაღწევთ, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირებას დაიწყებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, სავალდებულო ვაქცინაცია სწრაფად, აპრილში ან მაისში უნდა დაწესდეს, იმისთვის რომ შემოდგომაზე დაინფიცირების მორიგი ტალღის თავიდან აცილება მოხდეს.