მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? რა მოხდა ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე, ამას გამოძიება დაადგენს. ერთი თვის ინტერვალში, ერთი და იგივე ბინიდან, უკვე ორი ცხედარი გაიტანეს. მეზობლების ინფორმაციით, ფაქტს ორივე შემთხვევაში წინ, სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.