Stopgov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმდად, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 პაციენტი და კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 8 545 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 943 212 შეადგინა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 13,72% შეადგინა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაინფიცირდა 1 015 592 პირი და გარდაიცვალა 14 555 ადამიანი.