პარტია "ლელოს" საერთაშორისო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა და ჯანდაცვის მინისტრის განცხადება შეაფასა, სადაც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დევნილი მამაკაცის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.
გრიგოლ გეგელიამ მინისტრს ამ განცხადების გამო სინდისისგან დაცლილი უწოდა და ხელისუფლებას მოუწოდა არ გაბედონ პროკურორის სუსის და პოლიციის ინტრიგებით რაიმე შეთხზან.
ამასთან, როგორც გეგელიამ აღნიშნა, დევნილების საცხოვრებლებით უზრუნველყოფის საკითხი არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა წინა ხელისუფლების პრობლემაა.