წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტზე „სარკისებური“ საბაჟო გადასახადის დაწესებას ითხოვენ. მწარმოებლები ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში ქვეყანაში არა თუ მცირე, არამედ მსხვილი წისქვილებიც დაიხურება.
წისქვილკომბინატი "აგროექსპორტის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ორი წისქვილიდან ერთი კომპანიამ უკვე გააჩერა, მეორეში კი, თანამშრომლები შეამცირა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით კი, ხორბლის ფქვილის იმპორტით ჩანაცვლებამ გასულ წელს ათამდე წისქვილკომბინატის მუშაობის შეჩერება უკვე გამოიწვია. მიმდინარე წელს კი მცირე და საშუალო წისქვილების შემდეგ, ტენდენცია დიდ კომბინატებსაც შეეხოთ.
შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული მცურავი ბაჟია, რაც ფქვილზე არ არსებობს. შედეგად დაიწყო ფქვილის აგრესიული იმპორტი, ამან კი გამოიწვია ის, რომ წისქვილკომბინატებმა დაიწყეს დახურვა, ზოგმა კი ხორბლის იმპორტი ფქვილით ჩაანაცვლა.