გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა უკრაინისთვის მცირე რადიუსის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდება დაიწყო. მისი თქმით, უკრაინაში ასევე გააგზავნიან ბრიტანელი ჯარისკაცების ჯგუფს, რომელიც ქვეყანაში ტრენინგს ჩაატარებს.
ბენ უოლესმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს "ლეგიტიმური და რეალური შეშფოთების მიზეზი", რომ რუსული ჯარები უკრაინაში შეჭრისთვის გამოიყენონ.
„უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი საზღვრები და დახმარების ეს ახალი პაკეტი კიდევ უფრო აძლიერებს მის შესაძლებლობას, ეს განახორციელოს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ეს არ არის სტრატეგიული იარაღი და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ისინი გამოიყენება თავდაცვისთვის,“- აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.