სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მან ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა გასულ წლებში შეისწავლა და დაადგინა, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე - შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე.
ლომჯარიას განცხადებითვე, მან 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართა სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა.
არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა.