ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვალმა 40 ტრლნ დოლარს მიაღწია, რომლის ორი-მესამედი კომპანიების ვალია. გამოცემა Quartz-ის შეფასებით, ვალის ასეთი ოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი არა აქვს.
გამოცემის თანახმად, ჩინეთს ამის ფუფუნება ადრე უფრო ჰქონდა, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 8-12%-ით იზრდებოდა და რამაც შესაძლებელი გახადა ახალი სახსრების მოზიდვა. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელდა და ძველი სესხების რეფინანსირება უფრო გართულდა.
2019 წელს ჩინეთის სახალხო ბანკმა საბანკო სისტემის სტრეს-ტესტი ჩაატარა და დაადგინა, რომ თუ ეკონომიკის წლიური ზრდა 4,15%-ზე ნაკლები იქნება, მაშინ ჩინეთის ბანკების ნახევარი დეფოლტის ზღვარზე აღმოჩნდება.