ირანისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, რომლის ინციატორიც შეერთებული შტატებია, ჩინეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი და მისი ირანელი კოლეგა ჰუსეინ ამირაბდოლაჰიანი ერთამენთს ქალაქ უსიში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის 25-წლიანი შეთანხმება გააფორმეს. ვან ის განცხადებით, ირანისთვის დაწესებული სანქციები, რომლებიც 2015 წლიდან ამოქმედდა, ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩინურ-ირანული თანამშრომლობის ხელშეკრულება ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განდაცვა, კიბერუსაფრთხოება და სხვა.