გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში დასი სახელწოდებით "მეოთხე სართული", სადებიუტო სპეკტაკლს გამართავს. სპეკტაკლის მთავარი მიზანია, მოსახლეობას დაანახოს რომ ძალადობა არ არის გამოსავალი.
რეჟისორის დემეტრე დგვეფაძის განცხადებით, მათი დასის კარი ღიაა დამწყები მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის. მისი თქმით, მაყურებელს ყოველ თვე ექნება საშუალება, რომ ახალი სპექტაკლის პრემიერა იხილოს, ხოლო აღნიშნული სპექტაკლი 16 იანვარს 19 საათზე გაიმართება.