საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს.
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.
ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან.
სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.