შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო. დაკავებულია 1977 წელს დაბადებული პირი. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.