აშშ-ის ხელისუფლებმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა. ქვეყნის ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაციით, სანქციებიდ დაწესების მიზეზი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტებისა და ახალი ტიპის იარაღის გამოცდა გახდა.
Reuters-ის ინფრომაციით, სანქციები 6 ჩრდილოკორეელ და ერთ რუს მაღალჩინოსანს, ასევე რუსულ ფირმას დაუწესდათ, რომლებიც ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღის მიწოდებაში არიან ჩართულები.
ამასთან, აშშ-მა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა სანქციები კიდევ 5 ჩრდილოკორეელ მაღალჩინოსანს დაუწესონ.
სექტემბრიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეამ 6 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა.