ამერიკელებმა 2021 წელს დოღში 12,2 მლრდ დოლარზე მეტი დადეს, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას უკრაინული პორტალი Новое Время ავრცელებს.
ფსონების რაოდენობა მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც სუფთა ჯიშის ცხენების დოღის, Triple Crown-ის სერიის განრიგი აღდგა: მხოლოდ ერთ წელიწადში 33,5 ათასზე მეტი რბოლა გაიმართა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.
ეროვნული დოღის ასოციაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, 12 მლრდ დოლარზე მეტი ფსონების ოდენობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რბოლაში მონაწილეთა საპრიზო თანხა 1,18 მლრდ დოლარი იყო, რაც, ასევე, 300 მლნ დოლარით მეტია 2020 წელთან შედარებით.