2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 18,117 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში 116,291 მლნ დოლარის პროდუქტი შემოვიდა.
გასული წლის 11 თვეში საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს შორის ლიდერობს სატელეფონო აპარატები, - 61,893 მლნ დოლარით; მას მოსდევს გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 4,887 მლნ დოლარის იმპორტით, მე-3 ადგილზეა სიგარები, სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 4,426 მლნ დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ავტომანქანების ნაწილები და მსუბუქი ავტომობილები ინაწილებენ, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 3,566 მლნ და 3,447 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა.
იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები, ხმამაღლა მოლაპარაკე მიკროფონები, სუნამოები და ტუალეტის წყალი, სატვირთო ავტომობილები ეთილენის პოლიმერები.