მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას კვლავ სახელმწიფო აფინანსებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნეს სუბიექტებში დასაქმებულთა კოვიდ19-ზე ტესტირების დაფინანსება 2022 წლის იანვრიდან უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ცვლილება გადავადდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ამ მდგომარეობით, დაფინანსება 1-ელ თებერვლამდე კვლავ ძალაშია. ამასთან, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, 1-ლი თებერვლიდან დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას შეწყვეტს სახელმწიფო თუ კვლავ გადაავადებს ცვლილებას.
ცნობისთვის, ამ ტიპის ობიექტებისთვის, სავალდებულო იყო, რომ თანაშრომელთა 20% ყოველ 14 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პისიარ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.