ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „ფერარიმ“ შვეიცარიულ ტექნოლოგიურ კომპანია „ველას ნეტვორკთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიზანიც, „ფერარის“ ფანებისთვის ციფრული კონტენტის შექმნაა.
„ველასი“ თავის კლიენტებს ციფრულ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობს. მომავალი წლიდან კი ის იტალიური კომპანიის ფორმულა 1-ის გუნდის პარტნიორი და ტიტულოვანი სპონსორიც იქნება.
„ველასი“ არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის და არაგაცვლადი მონეტების (NFT) ლიდერი პროვაიდერი, ასევე განაგებს კრიპტოგრაფიულ აქტივებს, რომლებიც ბლოკჩეინში ინახება და აქვს იდენტიფიკაციის კოდები. ასეთი აქტივები, ციფრული ხელოვნების ნიმუშების გაყიდვის პროცესში, პოპულარობით სარგებლობს.