"მისტერ პოპერი ერთი უბრალო მღებავი და მეოცნებე კაცია _ ის ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ცხოვრობს და პოლარულ ექსპედიციებზე ოცნებობს. და აი, ერთ დღეს ფოსტალიონს ამანათი მოაქვს _ უბრალო კი არა, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე უცნაური ამანათი სამხრეთ პოლუსიდან. მისტერ პოპერს ცნობილმა მკვლევარმა საჩუქრად პინგვინი გამოუგზავნა. სულ მალე კი პოპერების ხელმოკლე ოჯახში ერთის ნაცვლად თორმეტი პინგვინი დაბაჯბაჯებს. ერთ დღესაც მათ ერთიანად შეცვალეს პოპერების ცხოვრება, თუ როგორ, ამას ამ მხიარული წიგნიდან შეიტყობთ. ამ წიგნის მოტივებზე გადაიღეს ფილმიც ცნობილი კომიკოსის, ჯიმ კერის, მონაწილეობით."
"მისტერ პოპერის პინგვინების" ყიდვა ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ვებ გვერდზე შეგიძლიათ