ტომ ფორდის 2022 წლის უახლსი კოლექცია ნიუ-იორკიდან. ვარდისფერის, ციფერის, მწვანის, წითლისა და იასამნისფერის თამამი შეხამებით დიზაინერმა უმკლავებო მაისურები, ჯოგერები, ბომბერ ქურთუკები, ატლასის პერანგები, საშუალო სიგრძის შორტები და ქვედაბოლოები წარმოგვიდგინა და იმისათვის, რათა სამოსს უფრო დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექციეთ, ბზინვარებაც შემატა. მან ფუფუნებასთან ყველაზე მეტად ასოცირებული ფერების, ვერცხლისფერისა და ოქროსფერის, კომბინაციებიც უხვად წარმოგვიდგინა. ასევე ვიხილეთ სამკაულები, რომლებიც მათ კიდევ უფრო თვალისმომჭრელს ხდიდა.