აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, არმიის გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები შეშფოთებას იწვევს. მისი თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია ვაშინგტონისა და ნატო-სთვის.
„აშშ-ისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ინტერესები სასწორზე აღმოჩნდება, თუკი რუსები ღია სამხედრო აგრესიულ ქმედებას განახორციელებენ იმ ქვეყანაში, რომელიც დამოუკიდებულია 1991 წლიდან“, - განაცხადა მარკ მილიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა მათ საზღვართან 90 000-ზე მეტი ჯარისკაცის კონცენტრაცია მოახდინა. დასავლეთი შიშობს, რომ, მოსკოვი კიევის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას გეგმავს.