თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. პარტიის წევრები და მხარდამჭერები ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებენ.
მოთხოვნა უცვლელია, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლება. დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.