„მარგალიტები“ ახალგაზრდა ქართველი მწერლის მარიამ გურგენიშვილის სადებიუტო რომანია. წიგნი “„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2021“-ის ფარგლებში გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მწერალმა მხოლოდ ფინალისტის სტატუსი მოიპოვა, „მარგალიტები“ კონკურსის ფარგლებს მიღმა ჟიურისა და გამომცემლობის რჩეული ნამუშევარი გახდა.