აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ინფიცირებული მოქალაქე აშშ-ში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოებერს დაბრუნდა. ის სრულად ვაქცინირებული იყო. აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დაინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და თვითიზოლაციაში იმყოფება.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ავიაკომპანიებს სამხრეთ აფრიკის რეგიონის იმ ნაწილებიდან ჩასული მგზავრების სია მოსთხოვა, სადაც „ომიკრონ“ ვარიანტია გავრცელებული.