მთავრობა ”საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას იწყებს. როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია ფონდის რესტრუქტურიზაცია.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში მიმდინარე თვეში დარეგისტრირდება.
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა პრემიერ-მინისტრის ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბერში წარედგინება. ცნობისთვის, როგორც პრემიერმა აღნიშნა მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს.