რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება. კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ცალ-ცალკე საუბარსაც გეგმავს.