უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა - Palitra News

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა

2021-11-25 12:27:21+04:00

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამის შესახებ მაკარიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კითხვა სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობის შესახებ გენადი მაკარიძეს პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა დაუსვა და დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ის მოსაზრებას, რომ სასამართლოს შიგნით გავლენიანი ჯგუფი არსებობს.