Rolls-Royce-ს სჯერა, რომ მისი თვითმფრინავი, Spirit of Innovation-ი შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტროთვითმფრინავი იყოს. კომპანიის განცხადებას BBC ავრცელებს.
ფირმა, რომლის საჰაერო კოსმოსური შტაბი დერბიში მდებარეობს, აცხადებს, რომ ექსპერიმენტულ პოლიგონზე, სატესტო გაშვების დროს თვითმფრინავმა მაქსიმალურ სიჩქარეს, 623 კმ/სთ-ს მიაღწია და სამ სხვადასხვა მანძილზე ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა. მონაცემები გადასამოწმებლად საჰაერო სპორტის მსოფლიო ფედერაციას (World Air Sports Federation) გადაეგზავნა.
Rolls-Royce იმედოვნებს, რომ ავიაციის საერთაშორისო ფედერაცია (Fédération Aéronautique Internationale-FAI) შედეგებს ახალ მსოფლიო რეკორდებად უახლოეს მომავალში აღიარებს.