ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს 15 საათზე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, აქციას ცოცხალი ჯაჭვის სახე ექნება, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება. მისივე თქმით, მოქალქეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ და ასევე მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.
შეუერთდებიან თუ არა აქციას პოლიტიკოსები, უცნობია. თუმცა, ორგანიზატორები ყველა მსურველს გამოსვლისკენ მოუწოდებენ.