ირაკლი კობახიძე მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ექს პრეზიდენტის შიმშილობის არ სჯერა და ფეიქ შიმშილობას უწოდებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანების ჯამრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.