გაერთიანებული ოპოზიცია, ხელისუფლებას და "ცესკო"-ს მოუწოდებ ახალი მოწვევის ბათუმის საკრებულოს სხდომა დაუყოვნებლივ ჩანიშნონ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი დროს შეგნებულად აჭიანურებს, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ არ განიხილოს.
ახლად არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ, ბოლო დროს დამტკიცებული ყველა დოკუმენტი, ანულირებული იქნება.
"ქართული ოცნებაში" კი, ოპონენტებს ურჩევენ პრეტენზიების გასაქარწყლებლად კანონმდებლობას გადახედონ.