უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა.
უკრაინის სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.