სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა.
როგორც ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს და ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შესაბამისი დასკვნა სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არ არის.