„ლელოს" წევრმა ექიმებმა და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. პარტია "ლელოს" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მათ ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ, შესაძლოა, დაიღუპოს.