უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის სწავლების პროცესში პირველად ჩაერთო საველე კომპონენტი, რომელშიც თავდაცვის და შსს-ს ძალების გარდა რეზერვისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. უწყებებს შორის ურთიერთკოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით, რეზერვისტების სწავლებაში ეროვნული გვარდიისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასთან ერთად თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო სამსახურებიც იყო ჩართული. სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ალგეთსა და კოპიტნარში პარალელურად გაიმართა, რომლის მიმდინარეობასაც სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი პირდაპირი ტრანსლირებით აკვირდებოდა და რეზერვისტებს შესაბამის მითითებებს აძლევდა. „დიდგორი 2021“-ის ფარგლებში რეზერვისტები ტაქტიკურ საკითხებში გადიოდნენ მომზადებას, მათ შორის იყო გადაადგილება, კონტაქტზე რეაგირება, ჩასაფრება და სამედიცინო ევაკუაცია.