ვიოლა ფონ კრამონი - "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას - Palitra News

ვიოლა ფონ კრამონი - "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას

2021-11-12 10:01:59+04:00

ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ევროპარლამენტარები კრიტიკულად აფასებენ. ვიოლა ფოლ კრამონი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო კი უკეთესს იმსახურებს.

ამასთან, მსჯავრდებულ პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.

ევროპარლამენტარის მიხაილ ზიბერტის განცხადებით კი, საქართველო მიემართება ისეთი მიმართულებით, სადაც არსებობს განცდა, რომ ის სრულად აღარ მიჰყვება იმას, რაც იყო დათქმული ასოცირების შეთანხმებით. საქართველოს მიმართ საჭიროა მკაფიო და დამოკიდებულება, თუმცა ამავდროულად სიფრთხილის გამოჩენაც.

იხილეთ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, თუ როგორ გადაყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში

"არ გადმოვალ ჩემი ნებით, შენ ხარ პუტინის მონა და მის ბრძანებას ასრულებ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში " - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს