"არ გადმოვალ ჩემი ნებით, შენ ხარ პუტინის მონა და მის ბრძანებას ასრულებ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში " - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს - Palitra News

"არ გადმოვალ ჩემი ნებით, შენ ხარ პუტინის მონა და მის ბრძანებას ასრულებ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში " - მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს

2021-11-11 16:24:08+04:00

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ საააკაშვილის მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, კადრები ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით მანქანიდან არ ჩავა და ითხოვს რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

იხილეთ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, თუ როგორ გადაყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში