ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან მიგრანტების თავმოყრა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმაა.
მისი თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში ევროკავშირი გააფართოებს ბელარუსის რეჟიმის საწინააღმდეგო სანქციებს.
„პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. შევეხეთ რამდენიმე საკითხს, მათ შორის ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას. ეს არ არის მიგრაციის კრიზისი, ეს არის ჰიბრიდული თავდასხმა. მომავალი კვირის დასაწყისიდან ჩვენ ძალიან სწრაფად გავაფართოებთ სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ,“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.