სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია აქციებზე დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ მათ ოჯახებსა და ადვოკატებს.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, 46 დაკავებულიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 23 მოინახულეს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროტესტის მონაწილეების თქმით, დაკავების საფუძველი არ არსებობდა.