გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა განაცხადა, რომ ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 16 თანამშრომელი დააკავეს.
ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. მათი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია გაეროს თანამშრომლების დაკავების შესახებ ცნობებით და აღნიშნავენ, რომ ეთნიკური ნიშნით შევიწროება და დაკავება სრულიად მიუღებელია.
ჩრდილოეთ ეთიოპიაში მთავრობასა და ტიგრაის ძალებს შორის კონფლიქტი ბოლო კვირებში გაძლიერდა. ეთიოპიის მთავრობამ 2 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ეთიოპიის პარლამენტმა ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.