გელა ჩარკვიანი, ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გელა ჩარკვიანი 1939 წლის პირველ მარტს დაიბადა. მისი კარიერის პირველი ნაბიჯები ტელევიზიიდან იწყება. გელა ჩარკვიანი საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. პოლიტიკაში საქმიანობა კი 2011 წელს დაასრულა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების, ბრწყინვალების, საპრეზიდენტო და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. გელა ჩარკვიანის არა ერთ წიგნს მისი ავტორობით საზოგადოება დიდი ხანია იცნობს.
გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში იმ საქმეებთან ერთად რომლებსაც აკეთებდა, ქმნიდა და საზოგადოებას უზიარებდა. მნიშვნელოვანი ადგილი მუსიკასაც ჰქონდა. გარდა მუსიკისა ,მას პოეზია და მხატვრობა იტაცებდა. როგორც ის ამბობდა, მუსიკის სიყვარული მის ცხოვრებაში ბავშვობის ადრეული ასაკიდან შევიდა.
იდუმალი და მარადიული მწერლის სიყვარული. გელა ჩარკვიანის ლეგენდალური სიყვარული, ნანა თოიძე იყო. მის წიგნებში მკითხველი ხშირად წაიკითხავს მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე და მოგონებებზე ყველაზე დიდი გრძნობებითა და ემოციებით. ეს ფრთიანი სიტყვებიც გელა ჩარკვიანს ეკუთვნის ნამდვილი სიყვარული არ იკურნება.
„ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით დიდი ბავშვი იყო - ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შეძლებდა და ვერც მე შევძელი. ნანა სფინქსი იყო და ალბათ სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა“.
გელა ჩარკვიანს ტრაგიკული ბედი ხვდა წილად, 2006 წელს შვილის,ირაკლი ჩარკვიანის, სიკვდილის მომსწრე გახდა,რამდენიმე წლის შემდეგ კი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მეუღე დაკარგა. გელა ჩარკვიანი წერდა: „ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა. ნანა უფრო შორს წავიდა - მან სიკვდილი მომანდომა“ საყვარელი ადამიანების გარდაცვალების მიუხედავად, მან მოახერხა სიცოცხლის აზრის პოვნა. ის ამბობდა, რომ ცხოვრების გაგრძელების მიზეზი მისი შვილიშვილები იყო. სწორედ მათ მიუძღვნა ბოლო წლებში დაწერილი მეშვიდე წიგნი – „ნაგერალა 80“.
თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის გარდაცვალებას ახლა მთელი ქვეყანა გლოვობს. თუმცა მისი სახელი და შემოქმედება უკვდავი რჩება, რომელიც თაობებს გადაეცემა.