გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია იმართება.
როგორც უდუმაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ქართველ ხალხს ყველაზე მთავარს - თავისუფლებას ართმევენ.